მედია: თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა, იუანის, ოქროსა და რუბლის საშუალებითაც განხორციელდეს
07/03/2022 19:47:06 მსოფლიო
თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა, დოლარის, ევროს, იუანის, ოქროსა და რუბლის საშუალებითაც განხორციელდეს. ეს საკითხი რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
თურქული მედიის ცნობით, დიალოგი კვირას შედგა და ის საათზე მეტხანს გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანმა პუტინს აზოვის ზღვაში მარცვლეულითა და მზესუმზირის ზეთით დატვირთული 30 ხომალდის შესახებ შეახსენა, რაზეც პუტინმა აღნიშნა, რომ განკარგულებას გასცემს და გემებს გაუშვებს.
მედიაში დაზუსტებული არ არის, აღნიშნული ტვირთი არის თუ არა თურქეთისთვის განკუთვნილი.
მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
დასავლეთის ქვეყნები რუსეთს აგრესიისთვის სანქციებს უწესებენ.


