Accentnews.ge
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

07/03/2022 19:28:45 მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. სანქციები რუსეთის 10 მოქალაქეს შეეხება, რომელთაც კრემლთან აკავშირებენ.

ამის შესახებ, CNN-ის ინფორმაციით, პრემიერმა ლონდონში თავის ნიდერლანდელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

ტრუდოს თქმით, აღნიშნულ პირებს შორის არიან რუსეთის მთავრობის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, ოლიგარქები და რუსეთის ხელისუფლების მომხრეები.

„ამ პირთა სახელები აღებულია სიიდან, რომელიც შედგენილია პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ. სანქციები აძლიერებს რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას, მათ შორის, პუტინის უახლოეს გარემოცვაზე“, - განაცხადა ტრუდომ.

სასანქციო სიაში მოხვდნენ კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, დუმის დეპუტატი პაველ კრაშენიკოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სალავიოვი, „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი და სხვები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S