Accentnews.ge
მედია: სატანკო ეკიპაჟები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთში გადაიყვანეს

მედია: სატანკო ეკიპაჟები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთში გადაიყვანეს

07/03/2022 17:59:22 მსოფლიო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, იქ განთავსებული სამხედრო ბაზებიდან სატანკო ბატალიონების ეკიპაჟები რუსეთში გადაიყვანეს. ვოლგოგრადის რეგიონის სამხედრო ოლქის პრუდბოის საწვრთნელ პოლიგონზე სატანკო ეკიპაჟების სწავლება დაიწყო. იქვე არიან სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის ტანკისტებიც,– იუწყება რადიო თავისუფლება.

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სატანკო ეკიპაჟები სატანკო ბიათლონში მონაწილეობისთვის მოემზადებიან და კონკურსის მონაწილეები იასპარეზებენ თანამედროვე T-72B3 ტანკებით:

„ტანკისტებს მოუწევთ, დაეუფლონ მათთვის მინდობილ სტანდარტულ აღჭურვილობას, გამოავლინონ უნარ-ჩვევები დისტანციის სწრაფად გავლაში და სხვადასხვა სამიზნეების დაზიანების სიზუსტეში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამიზნეების დაზიანების სიზუსტეს“.

სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობამ აღნიშნა სამხედრო პერსონალის საბრძოლო მომზადების დონის მუდმივი ზრდა, ასევე ეკიპაჟების მზადყოფნა შეჯიბრებისთვის.

როგორც რადიო თავისუფლება აღნინავს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებენ ცხინვალში. მით უმეტეს, რომ სატანკო ბიათლონი რუსეთში, რამდენიმე თვის წინ უკვე ჩატარდა და რუსეთის გარდა მასში მონაწილეობას იღებდნენ ოკუპირებული რეგიონების ტანკისტები და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სატანკო ეკიპაჟები.

რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან, სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ წვრთნა მხოლოდ მიზეზია და რუსული სამხედრო ბაზებიდან გაწვეული სატანკო ეკიპაჟების წევრებს უკრაინისკენ გააგზავნიან.

მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S