Accentnews.ge
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

07/03/2022 16:53:57 საზოგადოება

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დემონსტრაციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის წინაშე სამ მოთხოვნას აყენებენ:

  • დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან;
  • აიკრძალოს რუსული მედია;
  • დაიკეტოს ცა რუსეთისთვის.

რუსთაველის გამზირზე პარალელურად გრძელდება ჰუმანიტარული აქცია. მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიით დაზარალებულებისთვის პროდუქტებს აგროვებენ.

რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ რუსეთის ბევი მოქალაქე ცდილობს რუსეთის დატოვებას და მეზობელ ქვეყნებში გადასვლას, მათ შორისაა საქართველო.

ამ ფონზე ქართულ საზოგადოებაში გაიხსნა დისკუსია, უნდა შემოუშვას თუ არა საქართველომ მიგრანტთა სპონტანური ნაკადი რუსეთიდან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და წარმოადგენს თუ არა ეს ნაკადი ქვეყნისთვის საფრთხეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S