
მედია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსულ ხომალდებსა და სამხედრო ტექონოლოგიებს შეეხება
07/03/2022 15:45:11 ევროპა
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ, რომლებიც სავარაუდოდ, შეეხება პორტებს, ხომალდებსა და სამხედრო აღჭურვილობის ტექნოლოგიებს,– იუწყება Bloomberg.
გამოცემის ცნობით, განიხილება ასევე პერსონალური შეზღუდვების გაფართოება რუსეთის რიგი მოქალაქეების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ბრიუსელი უკვე შემოღებული შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის - კრიპტოვალუტისა და უკვე შემოღებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით მისი გამოყენების ხერხების წინააღმდეგ. სანქციების ნაწილი უკვე 8 მარტიდან შეიძლება, ამოქმედდეს, - განუცხადა Bloomberg-ს ევროკავშირის წარმომადგენელმა.