Accentnews.ge
Bloomberg: გერმანია და ჰოლანდია უკრაინისთვის EU–ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ

Bloomberg: გერმანია და ჰოლანდია უკრაინისთვის EU–ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ

07/03/2022 15:41:53 ევროპა

გერმანია და ჰოლანდია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ,– იუწყება Bloomberg.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის განაცხადს გასული თვის ბოლოს მოაწერა ხელი და 9 ევროპულმა სახელმწიფომ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების თაოსნობით საჯაროდ მოუწოდეს ევროკავშირს, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს და მისი გაწევრიანების პროცესი დაიწყოს. თუმცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამ სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია.

გერმანია, ნიდერლანდები და კიდევ 7 სახელმწიფო აცხადებენ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ჯერ საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს გაწევრიანების პროცესის დასაწყებად უკრაინის მზაობის შესახებ. ამ ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატები აპელირებენ კერძო დისკუსიებზე მიმდინარე კვირას საფრანგეთში დაგეგმილ სამიტამდე და აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფოებს სურთ კონცენტრირება უკრაინის პრაქტიკულ დახმარებასა და ომის შეწყვეტაზე ნაცვლად გაწევრიანების პროცესისა, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს, - განუცხადა Bloomberg-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S