Accentnews.ge
"შეუქცევადობის ზღვარი გადავკვეთეთ"– პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ომის წინააღმდეგ მესამედ გამოდის

"შეუქცევადობის ზღვარი გადავკვეთეთ"– პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ომის წინააღმდეგ მესამედ გამოდის

07/03/2022 15:35:43 ევროპა, მსოფლიო

კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ერთ-ერთი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა ომის შეწყვეტის მოთხოვნით უკვე მესამედ გამოდის:

"ჩვენ რაც შეიძლება მალე გვესაჭიროება მშვიდობა, რადგან უკვე დიდი ხანია, გადავკვეთეთ შეუქცევადობის ზღვარი. ამ მოვლენების შემდეგ შეიცვლება მთელი მსოფლიო, სულ სხვაგვარი იქნება რუსეთიც - ეს მეორეა, რაშიც ვეთანხმები ისტორიკოს იუვალ ნოა ხარარის" - განაცხადა დერიპასკამ.

ცნობისთვის: მანამდე ხარარიმ განაცხადა, რომ "უკრაინელები - ეს ძალიან რეალური ერია, უკიდურესად დამოუკიდებელი, რომელსაც რუსეთის ნაწილად ყოფნა არ სურს და ამის წინააღმდეგ თავდადებულად იბრძოლებს".

მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S