Accentnews.ge
"რუსული ნავთობი და გაზი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სანქციებში არ მოხვდა"

"რუსული ნავთობი და გაზი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სანქციებში არ მოხვდა"

07/03/2022 15:20:10 ევროპა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ "რუსული ნავთობი და გაზი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სანქციებში არ მოხვდა".

როგორც გერმანიის კანცლერმა განმარტა, მათზე სანქციების გავრცელებამ შესაძლოა, ევროპის ენერგოუსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენოს, ამდენად, რუსული ენერგომატარებლების მოწოდება სანქციებისგან "მიზანმიმართულად გაათავისუფლა".

"ევროპის მომარაგება ენერგიით სითბოს, გადაადგილების, ელექტრომომარაგებისა და წარმოების უზრუნველსაყოფად ამ ეტაპზე ვერანაირი სხვა გზით ვერ იქნება უზრუნველყოფილი, ამდენად, ამას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი მომსახურებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს" - დასძინა შოლცმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას რუსულ ნავთობზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

"თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ შეწყვეტს, აუცილებელია სანქციების ახალი პაკეტის მიღება. ეს იქნება ნაბიჯები მშვიდობისთვის, ომის წინააღმდეგ. ვგულისხმობ რუსული ექსპორტის ბოიკოტს, კერძოდ უარის თქმას რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S