Accentnews.ge
მედია: ზელენსკიმ რუსეთის 12 მოქალაქე შეიწყალა

მედია: ზელენსკიმ რუსეთის 12 მოქალაქე შეიწყალა

06/09/2019 21:03:45 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, უკრაინაში გასამართლებული რუსეთის 12 მოქალაქის შეწყალების თაობაზე,– იუწყება უკრაინული მედია შეწყალებულ მსჯავრდენულთაგან რამდენიმეს ადვოკატ, ვალენტინ რიბინზე დაყრდნობით. 

თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციას განმარტება არ გაუკეთებია, ადვოკატი კი ამბობს, რომ აქტი მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის პროცესის დასაწყისია. 

მისი ინფორმაციით, შეწყალებულმა მსჯავრდებულები უკვე გადაიყვანეს იმ პუნქტში, სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესი მონაწილე პირები იკრიბებიან.

ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთში დაკავებული პირების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის დასასრულს უახლოვდება და ეს შესაძლოა, იყოს პატიმრების „საკმაოდ მსხვილი“ გაცვლა.

5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმირ ცემახი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ცემახი დონბასში მალაიზიური ავიახაზების „ბოინგის“ ჩამოგდების საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმედ მიიჩნევა. მას პატიმრობა 2019 წლის 20 ოქტომბრამდე ჰქონდა შეფარდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S