"უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ"
07/03/2022 13:49:09 მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები უახლოეს დღეებში განიხილავენ უკრაინის განაცხადს ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელში.


