რუსეთი უკრაინის მოვლენების გამო აშშ-სთან, ნატო-სა და ევროკავშირთან "ურთიერთობების ახალ ხარისხს" ელის
07/03/2022 12:55:57 მსოფლიო
რუსეთი უკრაინის მოვლენების გამო აშშ-სთან, ნატო-სა და ევროკავშირთან "ურთიერთობების ახალ ხარისხს" ელის.
"ამოვდივართ იქიდან, რომ მიმდინარე მოვლენების შედეგად ჩამოგვიყალიბდება ურთიერთობათა ახალი ხარისხი ევროპის ქვეყნებთან და მთლიანობაში ევროკავშირთან, აშშ-სთან და მის მიერ მართულ ნატო-სთან" - განაცხადა უკრაინაში შეჭრიდან მე-12 დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მესამე ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ოლეგ ტიაპკინმა.
მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. ათასობით ადამიანი დევნილად იქცა.
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


