Accentnews.ge
ჩინეთი: „უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება, სწრაფად მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს“

ჩინეთი: „უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება, სწრაფად მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს“

07/03/2022 12:45:26 მსოფლიო

"უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ცეცხლზე ნავთის დასხმა უნდა შეწყდეს"– ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების კრების სესიაზე განაცხადა, რომლის ერთ-ერთ მთავარ თემას უკრაინაში არსებული ვითარება და ამ ფონზე რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების განვითარება წარმოადგენდა.

"რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები განვითარდება, საერთაშორისო არენაზე ცვლილებების მიუხედავად. სიტუაციაში, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, ხოლო უკრაინაში ახალი კონფლიქტი მძვინვარებს, ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და არა კონფრონტაციას აღვივებდნენ. უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება, სწრაფად მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს, ამისათვის კი საჭიროა, ცეცხლზე ნავთის დასხმა შეწყდეს. ჩინეთი თვლის, რომ ამჟამინდელი კრიზისის გადასაჭრელად ყველამ უნდა დაიცვას გაერო-ს წესდება, პატივი სცეს და დაიცვას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამავდროულად - უსაფრთხოების ერთიანობის პრინციპი და ანგარიში გაუწიოს ამ კუთხით მხარეთა შეშფოთებებს" - განაცხადა ვან იმ.

მისივე თქმით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები გამოირჩევა სიმტკიცით, რადგან ემყარება ბლოკებთან არმიერთების პრინციპს და არაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, აშშ კი ამჟამად ჩინეთზე ზეწოლისთვის ბლოკის ფორმირებას ცდილობს.

"ასეთ შემთხვევაში ჩინეთი მიიღებს აუცილებელ ზომებს თავისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მტკიცედ დასაცავად", - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S