Accentnews.ge
ხარკოვის მერი – კალაძეზე: „შემოგვთავაზა, რომ თუ რამე გვჭირდება შეგვიძლია, მას ყოველთვის მივმართოთ“

ხარკოვის მერი – კალაძეზე: „შემოგვთავაზა, რომ თუ რამე გვჭირდება შეგვიძლია, მას ყოველთვის მივმართოთ“

07/03/2022 11:13:09 საზოგადოება

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ მას თბილისის მერი კახა კალაძე დაუკავშირდა.

„კახა კალაძესაც ვესაუბრე ტელეფონით. მან გამოხატა თავისი მხარდაჭერა. ჩვენთვის ძალიან მნივნელოვანია, მსოფლის ყველა ხელისუფლება იყოს კონცენტრირებული, რომ ომი შეწყდეს“,– განაცხადა მერმა „ფორმულას“ ეთერში.

დამაზუსტებელ კითხვას მერმა უპასუხა: „კახამ გამოხატა თავისი თანაგრძნობა. შემოგვთავაზა, რომ თუ რამე გვჭირდება (დახმარება), შეგვიძლია, მას ყოველთვის მივმართოთ. ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ამ მძიმე დღეებში ჩვენს გვერდითაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მის მიმართ კარგად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ ეს სოლიდარობაა“.

მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S