Accentnews.ge
"უკრაინისთვის მიუღებელია ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება, რომელიც უკრაინელების რუსეთსა და ბელარუსში გადასვლას ითვალისწინებს"

"უკრაინისთვის მიუღებელია ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება, რომელიც უკრაინელების რუსეთსა და ბელარუსში გადასვლას ითვალისწინებს"

07/03/2022 10:39:01 მსოფლიო

უკრაინული მხარესთვის მიუღებელია ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის თაობაზე რუსეთის ხელისუფლების წინადადება, უკრაინელების ბელარუსსა და რუსეთში გადასვლაზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, – ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„გუშინ მივიღეთ წერილი რუსეთის ფედერაციისგან, რომელშიც გვთავაზობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ე.წ. სიჩუმის რეჟიმის გამოცხადებას 7 მარტის 10:00 საათიდან შემდეგი ჰუმანიტარული მიმართულებებით:

  • კიევი-ჰოსტომელი-რაკოვკა-სოსნოვკა-ივანკოვი-ორანოე-ჩერნობილი-გდენი-გომელი. შემდეგ ავიაციის გამოყენებით რუსეთის ფედერაციაში გადაყვანით;
  • ხარკოვი-ნეხოტეევკა-ბელგოროდი, შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით, შერჩეული მიმართულებების ან დროებითი განსახლების წერტილებისკენ;
  • სუმი-სუჯა-ბელგოროდი, შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით, შერჩეული მიმართულებების ან დროებითი განსახლების პუნქტებში.

ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის ეს ვარიანტი არის მიუღებელი. ჩვენი ხალხი ბელარუსში არ წავა, რომ მერე თვითმფრინავით რუსეთის ფედერაციაში გადაფრინდეს“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ რუსებს ჰუმანიტარული დერეფნების საკუთარი შეთავაზება გაუგზავნა:

  • ქალაქებიდან: ბუჩა-ბოროდიანკა-ირპენი-დიმერი-ივანკოვი-კიევის მიმართულებით, შემდგომ რკინიგზის გამოყენებით ლვოვისკენ, უჟგოროდისკენ, ივანო-ფრანკივსკისკენ გასამგზავრებლად;
  • მარიუპოლი-პორტოვსკოე-მანგუში, როზოვკა-ბილმაკი-პოლოგი ორეხოვი-ზაპოროჟიეს გვერდის ავლით, ვოლნოვახა-ვალერიანოვკა-ნოვონდრეევკა-კირილოვკა-უგლედარი-პოკროვსკის მიმართულებით;
  • სუმი-გოლუბოვკა-ოლშანა-ნედრიგაილოვი-კოროვინცი-რომნი-ანდრეაშევკა-ლოხვიცა-ლუბნი-პოლტავას მიმართულებით;
  • იზიუმი-გრუშოვაჩი-პანიუტინო-ლოზოვაიას მიმართულებით; ბალაქლეა-გუსაროვკა-პერვომასკის მიმართულებით;
  • სოფლებიდან: ლიპციდან და სტრელეჩედან მერეფამდე; ხარკოვიდან ლვოვში, უჟგოროდში, ივანო-ფრანკივსკში.

„რუსეთმა უკვე ორჯერ ჩაშალა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა მარშრუტების დაბომბვით. ახლა კი, რუსები ამბობენ, რომ მზად არიან დერეფნების გახსნისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ეს აბსურდული, ცინიკური დამიუღებელია“, – დასძინა ვერეშჩუკმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S