Accentnews.ge
რუსეთმა არ გააგზავნა წარმომადგენელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის სარჩელის გამო იმართება

რუსეთმა არ გააგზავნა წარმომადგენელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის სარჩელის გამო იმართება

07/03/2022 10:00:29 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციამ არ გააგზავნა თავისი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის სარჩელის გამო იმართება.

კიევი მოითხოვს მოსკოვისგან დაუყოვნებლივ გაიცეს ბრძანება უკრაინაში საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

რუსეთის არმია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და მას მერე აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს. დაღუპულია ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამოქალაქო პირი. 1 500 000 ლტოლვილი მეზობელ ქვეყნებს აფარებს თავს. რუსეთის არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სამოქალაქო ობიექტებს და დასახლებულ უბნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S