Accentnews.ge
პენტაგონი: "რუსეთის მობილიზებული საბრძოლო ძალების 95% უკრაინაშია, წინსვლა არ აქვთ"

პენტაგონი: "რუსეთის მობილიზებული საბრძოლო ძალების 95% უკრაინაშია, წინსვლა არ აქვთ"

07/03/2022 08:21:53 მსოფლიო

პენტაგონის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული 95% უკრაინაშია.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში 600 რაკეტა გამოიყენა.

აშშ აკვირდება მიმდინარე ბრძოლებს ხერსონსა და მიკოლაევში. რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ, ალყაში მოაქციონ კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი. თუმცა, უკრაინელები მათ ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ, რაც ანელებს რუსეთის შეტევებს.

გარდა ამისა, რუსული სამხედრო მანქანების 64– კილომეტრიანი კოლონა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, შეჩერებულია. თუმცა, არ არის ინფორმაცია, რამდენად შორს არიან დედაქალაქისგან. სავარაუდოდ, კოლონა კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრშია.

აშშ-ის განცხადებით, მათ არ შეუნიშნავთ თავდასხმა საზღვაო სივრციდან ოდესაში.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S