
სოფელ მარელისთან მეწყერის გამო ცენტრალურ გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა, მსუბუქი ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია სოფლის გავლით
07/03/2022 07:13:20 საზოგადოება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე სოფ. მარელისთან, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც აღნიშნულ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოიძრაობა დროებით ჩაკეტა.
ამ ეტაპზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ. მარელისზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გავლით. ადგილზე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ სპეციალისტები და აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.