
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
07/03/2022 06:58:38 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 910 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 081 ადამიანი, გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 236 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.28%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 474 შემთხვევა,
- აჭარა - 45,
- იმერეთი - 128,
- ქვემო ქართლი - 39,
- შიდა ქართლი - 58,
- გურია - 47,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 51,
- კახეთი - 31,
- მცხეთა-მთიანეთი - 18,
- სამცხე-ჯავახეთი - 13,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 244 საიდანაც, 2 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 901, აჭარაში - 189, იმერეთში - 502. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 622 პირი, მათ შორის, თბილისში - 269, აჭარაში - 75, იმერეთში - 118. 44 884 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.