მედია – რუსეთი უკრაინაში ომში ურბანული ბრძოლების მცოდნე სირიელების ჩართვას გეგმავს
07/03/2022 06:50:17 მსოფლიო
რუსეთი უკრაინაში საომრად ურბანული ბრძოლების მცოდნე სირიელების რეკრუტირებას ახდენს, - იუწყება The Wall Street Journal.
სირიელების ერთი ჯგუფი უკვე რუსეთშია და უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება.
გავრცელებული ცნობით, რუსეთი მოხალისეებს ხელფასის სახით 200 და 300 დოლარს სთავაზობს.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


