Accentnews.ge
Anonymous-მა რუსეთის სახელმწიფო არხების სტრიმინგსერვერები გატეხა და უკრაინის დაბომბვის კადრები აჩვენა

Anonymous-მა რუსეთის სახელმწიფო არხების სტრიმინგსერვერები გატეხა და უკრაინის დაბომბვის კადრები აჩვენა

07/03/2022 05:43:04 მსოფლიო

ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა განახორციელა რუსეთის ტელეარხების „როსია 24“-ის, „მოსკვა 24“-ის და "პირველი არხის" პირდაპირი ეთერის დროს.

ჰაკერთა ჯგუფის ცნობით, 6 მარტს გატეხეს რუსული სერვისები Wink-ი и Ivi და რუსული ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებების დროს მაყურებელს აჩვენეს უკრაინის დაბომბვის ამსახველი კადრები.

ტექსტი მთავრდებოდა სიტყვებით: „ეს ომი გაჩაღებულია პუტინის დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის მიერ რუსეთის ჩვეულებრივი ხალხის სახელით".

კიბერთავდასხმა დიდხანს არ გაგრძელებულა და რუსული ტელეარხების მაუწყებლობა სწრაფად აღდგა.

Anonymous-მა რუსეთს კიბერომი გამოუცხადა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო. ბოლო ხანს, ჰაკერთა ჯგუფმა არაერთხელ გათიშა რუსეთის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების და კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების საიტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S