Accentnews.ge
რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი ადამიანის უფლებათა საბჭოს პოლიტიკურ უფლებათა კომისია ომის შეწყვეტას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი ადამიანის უფლებათა საბჭოს პოლიტიკურ უფლებათა კომისია ომის შეწყვეტას ითხოვს

06/03/2022 20:24:14 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი ადამიანის უფლებათა საბჭოს პოლიტიკურ უფლებათა კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უკრაინაში რუსულ აგრესიას პირდაპირ არ გმობს, თუმცა საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება, სწრაფ შეწყვეტას ითხოვს.

განცხადების ტექსტს პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი აქვეყნებს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარებას, როცა რუსული არმია მეზობელ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებს ახორციელებს, მოაქვს უმძიმესი შედეგები, მათ შორის - ადამიანის უფლებათა რეალიზების კუთხით. უკვე დაიღუპა ასობით რუსი და უკრაინელი მოქალაქე. მთელი ბოლოდროინდელი მოვლენებით რისკის ქვეშ დადგა მოქალაქისა და ადამიანის უამრავი სოციალური და პირადი უფლების რეალიზება" - ნათქვამია განცხადებაში და ერთ-ერთ მაგალითად, მათ შორის, ინტერნეტ-რესურსების ბლოკირებაცაა მოყვანილი.

"ბოლო კვირამ აჩვენა, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად ჯარის გამოყენება მეტისმეტად მაღალ ფასად ჯდება. სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე რაც შეიძლება, მალე უნდა შეწყდეს და მხარეები ყველა უთანხმოების მოლაპარაკებების გზით გადაჭრაზე უნდა გადავიდნენ" - აცხადებენ კომისიის წევრები.

ამასთან, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "სიტყვისა და სხვა ძირითადი თავისუფლებები არ უნდა დაექვემდებაროს დამატებით შეზღუდვას, ხოლო უკვე მიღებული შეზღუდვები, როგორიცაა "ფეიქებისთვის" სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უნდა გადაიხედოს".

განცხადებას საბჭოს 13 წევრი აწერს ხელს, მათ შორის - ალექსანდრე ასმოლოვი, იგორ კალიაპინი, ნიკოლოზ სვანიძე, ალექსანდრე საკუროვი და სხვები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S