Accentnews.ge
American Express რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს

American Express რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს

06/03/2022 19:29:19 მსოფლიო

American Express რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინელ ხალხზე განხორციელებული გაუმართლებელი თავდასხმის გამო მიიღეს.

მანამდე, რუსეთში მუშაობა შეაჩერეს Visa–მ და Mastercard-მა. კომპანიების განცხადებების მიხედვით, რუსი მომხმარებლების ტრანზაქციები შეჩერებული იქნება როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S