
რუსული ეკლესიის სტრუქტურას ალკოჰოლის წარმოება-რეალიზების ლიცენზია მისცეს
06/09/2019 13:35:07 სხვა, მსოფლიო
მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ კომპანია «მეზიბს» ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება-რეალიზების ლიცენზია მისცეს. ამასთან, როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ლიცენზია არ გულისხმობს სალიქიორო პროდუქციის წარმოებას, მაშასადამე, საეკლესიო ღვინოზე საუბარი არ არის.
პატრიარქ კირილის პრეს-მდივანმა ალექსანდრე ვოლკოვმა ვერ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად რომელი ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება-რეალიზებას მოახდენს საეკლესიო სტრუქტურა და “მეზიბის” ღვინის ბიზნესს «დახურული კომერციული პროექტი» უწოდა.
«სავარაუდოდ, ეს იქნება ექსკლუზიური ღვინო – როგორც პაპის ღვინოები კათოლიკეებთან, რომლებიც ძნელი საშოვნელია», - ივარაუდა ვოლკოვმა.
კომპანია «მეზიბი» 2015 წელს ქალაქ გელენჯიკში დარეგისტრირდა. სადღეისოდ მის კუთვნილებაშია 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. იმავე რაიონშია განთავსებული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი, რომელსაც მედიაში პატრიარქის რეზიდენციად იხსენიებენ.