Accentnews.ge
მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ანტისაომარი მოძრაობის აქტივისტებისა და აქციების მონაწილეთა მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს (VIDEO)

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ანტისაომარი მოძრაობის აქტივისტებისა და აქციების მონაწილეთა მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს (VIDEO)

06/03/2022 11:45:50 მსოფლიო

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ანტისაომარი მოძრაობის აქტივისტებისა და აქციების მონაწილეთა მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს. ვიდეო მოსკოვში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ანალოგიური ფაქტების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია პეტერბურგიდან, დონის როსტოვიდან და სხვა ქალაქებიდან.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია სულ მცირე, 1500-ზე მეტი მოქალაქე.

ხაბაროვსკში ადამიანებმა "ცოცხალი ჯაჭვი" მოაწყვეს, რის შემდეგაც მსვლელობის გამართვა სცადეს. პოლიცია დაკავებებს ახორციელებს.

ირკუტსკში ანტისაომარი მანიფესტაცია გაიმართა ლოზინგით "დაე, მუდამ იყოს მზე". დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე.

თითქმის 100 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები დააკავეს ნოვოსიბირსკში.

ტომსკში ანტისაომარ აქციაში 100-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 20 პოლიციამ დააკავა, დარჩენილები კი მსვლელობით ქალაქის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ.

პერმში პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელსაც პლაკატი "არა ომს!" ეკავა.

ეკატერინბურგში საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებდნენ და ავტობუსებში გადაჰყავდათ ადამიანებს სამოქალაქო ფორმაში.

1000-ზე მეტი ადამიანი აპროტესტებდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას ალმატიშიც. მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს «დიდება უკრაინას!», «არა ომს!», «პუტინს - ჰააგა, ციხე!».

დიდი ანტისაომარი აქცია დაგეგმილია მოსკოვშიც. სოცქსელების მომხმარებლები იუწყებიან, რომ ქალაქის ცენტრში, მანეჟის მოედანზე მილიციის 20-მდე ავტობუსია მობილიზებული. პოლიციელები შერჩევითად უმოწმებენ გამვლელებს საბუთებს, უჩხრეკენ ხელბარგს. წითელი მოედანი გადაკეტილია.

პეტერბურგში ОМОН-ის თანამშრომლები გოსტინი დვორის სიახლოვეს მორიგეობენ. ავტობუსები დაკავებულთა გადასაყვანად დუმსკაიას ქუჩაზეა მობილიზებული. აქციების ნაწილი უკვე დაიწყო: მხატვრებმა ორიგინალური პერფორმანსი მოაწყვეს: ისინი ქუჩაში ხატავენ და მხოლოდ უკრაინის დროშის ფერებს იყენებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S