ჰანოვერმა კრემლთან მოთანამშრომლე გერჰარდ შრიოდერს საპატიო მოქალაქის სტატუსი გაუუქმა
06/03/2022 11:34:28 მსოფლიო
ჰანოვერმა (ქალაქი გერმანიაში) კრემლთან მოთანამშრომლე გერჰარდ შრიოდერს საპატიო მოქალაქის სტატუსი გაუუქმა.
"ადამიანი სინდისის გარეშე საპატიო მოქალაქე ვერ იქნება" - ნათქვამია ქალაქის მაგისტრის განცხადებაში.
რამდენიმე დღით ადრე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ოფისის მენეჯერმა თანამდებობა დატოვა იმის გამო, რომ შრიოდერმა უარი თქვა, გადადგეს რუსეთის ენერგოკომპანიებში დაკავებული მაღალი თანამდებობებიდან.
გასულ კვირაში შრიოდერმა გააკრიტიკა უკრაინაში პუტინის მიერ დაწყებული ომი, მაგრამ დასძინა, რომ „ორივე მხარემ დაუშვა შეცდომები“. მან გაიმეორა კრემლის პოზიცია, რომ ნატომ აღმოსავლეთისკენ გაფართოებით მოახდინა კრემლის პროვოცირება.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ ექს-კანცლერმა შრიოდერმა რუსულ სახელმწიფო კომპანიებში თანამდებობები უნდა დატოვოს.
შრიოდერი რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის ოპერატორი კომპანია “Nord Stream AG”-ს აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე დახლავთ. გარდა ამისა, იგი “გაზპრომის” დორექტორთა საბჭოს წევრადაა წარდგენილი.


