ცნობილმა რუსმა კინოკრიტიკოსმა, ანტონ დოლინმა რუსეთი დატოვა
06/03/2022 11:16:16 მსოფლიო
ცნობილმა კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა რუსეთი დატოვა.
"ათი დღის წინ მსოფლიო ჩამოიშალა. რუსეთში მცხოვრები ყოველი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. ვინც რუსულად მეტყველებს და მცირედი კავშირი მაინც აქვს რუსულ კულტურასთან - ყველას ცხოვრება შეუქცევადად შეიცვალა. უბრალოდ ბევრმა (უმეტესობამ?) ეს ჯერ ვერ გააცნობიერა. უკრაინელებს აქვთ შანსი, ფერფლიდან აღზევდნენ და ნანგრევებიდან დააღწიონ თავი. ისინი მხოლოდ გაძლიერდებიან და თუ მოინდომებენ, შეძლებენ, დაივიწყონ გადატანილი ტანჯვა. აი, ჩვენ კი არ გვექნება დავიწყების არც შესაძლებლობა და არც უფლება. ჩვენ დაწყევლილები ვართ. <…> სახლიდან გასვლამდე ვნახეთ, რომ ჩვენი ბინის კარზე უზარმაზარი ასო Z იყო მონიშნული. მინიშნება გასაგებია: „ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი, ფრთხილად იყავით“ - წერს დოლინი.


