ზელენსკი – რუს ხალხს: "არ გაჩუმდეთ"
06/03/2022 10:54:45 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეების მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ისინი უკრაინაში ომის გამო პროტესტს არ გამოხატავენ, მომავალში გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
"თუ ახლა გაჩუმდებით, მომავალში თქვენ ნაცვლად მხოლოდ სიღარიბე ისაუბრებს, პასუხს კი რეპრესიები გასცემს. არ გაჩუმდეთ!“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დასავლური მედიის ცნობით, რუსეთში, სულ მცირე, 8 000 მომიტინგე დააკავეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


