Accentnews.ge
"რადიო თავისუფლება" რუსეთში მუშაობას წყვეტს

"რადიო თავისუფლება" რუსეთში მუშაობას წყვეტს

06/03/2022 08:48:28 მსოფლიო

"რადიო თავისუფლება" რუსეთში მუშაობას წყვეტს. სარედაქციო განცხადებაში ნათქვამია, რომ "რადიო თავისუფლების" რუსულ ბიუროს გაკოტრება ემუქრება, ჟურნალისტებზე კი მიმდინარეობს წნეხი პოლიციის მხრიდან.

აღმასრულებელი დირექტორის ჯერემი ფლაის განცხადებით, რედაქციას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია:

"რადიო თავისუფლებას" ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, ჩვენ იძულებული გავხდით, ეს არის პუტინის რეჟიმის მიერ თავდასხმა სიმართლეზე".

4 მარტს რუსეთში "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდის დაბლოკვა დაიწყეს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიებს უფრო მეტად ავიწროებს.

ასევე, დაიბლოკა Meduza-ს, Север.Реалии-სა და Сибирь.Реалии-ს ვებ-გვერდები.

3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა კრიტიკულმა ტელეარხმა "დოჟდმა". რედაქტორებისა და თანამშრომლების ნაწილმა კი რუსეთი დატოვა.

1 მარტიდან გათიშულია რადიოსადგური "ეხომასკვი".

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S