Accentnews.ge
მედია – ყახაზეხეთში ომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს (ფოტო)

მედია – ყახაზეხეთში ომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს (ფოტო)

06/03/2022 08:25:19 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომი, მათ შორის ყაზახეთში გააპროტესტეს, – იუწყება დასავლური მედია.

The Economist-ის ჟურნალისტის ჯოანა ლილისი აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია ალმაატაში გაიმართა. მისი ცნობით, დემონსტრანტებმა ლენინის ძეგლი ყვითელი და ლურჯი ბუშტებით მორთეს.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით "არა სისხლიან დიქტატორებს“.

აღსანიშნავია, რომ 26 თებერვალს NBC–მ ყაზახეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ყაზახეთმა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და სამხრეთით მდებარე მეზობელი ქვეყანაა, უარი განაცხადა მოსკოვის თხოვნაზე, გაგზავნოს ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობას".

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S