უკრაინის გენშტაბი: "დაღუპულია 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურებულია 285 ტანკი"
06/03/2022 07:44:04 მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდში "დაღუპულია 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურებულია 285 ტანკი".
მისივე ცნობით, განადგურებულია 109 ერთეული საარტილერიო სისტემა, 985 ერთეული BBM, 50 ერთეული MLRS, 44 თვითმფრინავი, 48 ვერტმფრენი, 2 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, გუშინ ლუგანსკის სოფელ ბრიანკას ცენტრალურ საავადმყოფოში 650-ზე მეტი დაჭრილი რუსი ჯარისკაცი გადაიყვანეს.
"ყველა მათგანი ძირითადად მძიმე მდგომარეობაშია, მრავლობითი დაზიანებებით, მოწყვეტილი კიდურებით. სტაციონარში სამედიცინო პერსონალის სიმცირის გამო, მსუბუქი დაზიანებების მქონე ჯარისკაცები სამედიცინო დაწესებულებაში არ შეჰყავთ. პირველადი დახმარების მიღების შემდეგ ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ძალებიდან შეიარაღებული კოლონით საბრძოლო ხაზში გადაიყვანეს, შემდგომი საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.


