Accentnews.ge
რუსულმა ძალებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია 5 თანამშრომელი

რუსულმა ძალებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია 5 თანამშრომელი

06/03/2022 07:30:22 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია 5 თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, დიმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.

"რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონის კრიტიკული ობიექტების დაბომბვას! გუშინ რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური, დაიღუპა ხუთი მუშა", - აცხადებს ჟივიცკი.

როგორც იგი აღნიშნავს, ახტირკაში ჯერ ისევ არ არის გათბობა, მოსახლეობას კი წყალი და ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდება.

"ახტირკა ნაწილობრივ გაქრა! რუსულმა ავიაციამ გაანადგურა ქალაქის პროდუქტების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი, დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S