Accentnews.ge
ბორის ჯონსონმა პუტინის დამარცხების 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

ბორის ჯონსონმა პუტინის დამარცხების 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

06/03/2022 07:26:50 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, აუცილებელია, მსოფლიო ლიდერებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წარუმატებლობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევა განაახლონ.

ამის შესახებ ჯონსონი The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დამარცხებისთვის 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.

ჯონსონის გეგმის თანახმად,

  • მსოფლიო ლიდერებმა უკრაინისთვის „საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ მობილიზება უნდა მოახდინონ
  • მათ ასევე მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას „საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მცდელობებში“.
  • რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს
  • საერთაშორისო თანამეგობრობამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს უკრაინაში რუსეთის ქმედებების "მცოცავ ნორმალიზებას".
  • ომის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების სრული თანამონაწილეობით.
  • ნატო–ს წევრ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს უსაფრთხოების და სიმტკიცის გაძლიერების კამპანიის წარმოება.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S