
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
06/03/2022 07:20:15 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 700 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 002 ადამიანი, გარდაიცვალა 28 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 572 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 738 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 834 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.49%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა,
- აჭარა - 61,
- იმერეთი - 204,
- ქვემო ქართლი - 74,
- შიდა ქართლი - 85,
- გურია - 105,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 90,
- კახეთი - 129,
- მცხეთა-მთიანეთი - 26,
- სამცხე-ჯავახეთი - 25,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 447 საიდანაც, 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 938, აჭარაში - 221, იმერეთში - 510. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 75, იმერეთში - 122. 51 988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.