
ოდესის ოლქში სამი რუსული თვითმფრინავის ჩამოაგდებისა და პილოტების დაკავების შესახებ იუწყებიან
05/03/2022 20:21:49 ევროპა
უკანასკნელი დღის განმავლობაში ოდესის ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ხოლო პილოტების დაკავება მოხერხდა,– ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა.
„ამჟამად ჩვენ უკვე დავადასტურეთ სამი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ოდესის ოლქის ტერიტორიაზე, დაკავებულია სამი პილოტი“, - თქვა მან ვიდეომიმართვაში.
მანამდე ნიკოლაევში ოთხი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყებოდნენ.
ცოტა ხნის წინ ნიკოლაევის მერმა განაცხადა, რომ ქალაქი ალყისთვის ემზადება და ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები სჭირდებათ.