
კულება: "უკრაინის განაცხადი EU-მ საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს"
05/03/2022 20:59:42 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე განაცხადი საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს.
როგორც კულებამ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გაწევრიანების პროცედურა უნდა იყოს გამარტივებული, რათა უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება "მშვიდად შეძლოს":
"ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი ძველი პარტნიორებისადმი - საქართველოსა და მოლდოვასთან, უნდა ითქვას, რომ უკრაინის საქმე არის განსაკუთრებული. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის საკითხის განხილვა უნდა მოხდეს დამოუკიდებლად და განცალკევებულად, რაც შეიძლება მალე".
საქართველომ ევროკავშირიში წევრობაზე განაცხადი გაგზავნა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო მოლოვამაც.