Accentnews.ge
ბაიდენი – რუსებს: "არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ ეს ომი"

ბაიდენი – რუსებს: "არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ ეს ომი"

05/03/2022 20:56:59 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო მოკლე მიმართვა გამოაქვეყნა.

მიმართვა სახელმწიფო დეპარტამენტის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

"არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ - ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომლებთანაც თქვენ გაქვთ ასეთი ღრმა ოჯახური, ისტორიული და კულტურული ურთიერთობა", - წერს ჯო ბაიდენი.

რუსეთი მეთერთმე დღეა, უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს ატარებს, სამხედრო ობიექტებთან ერთად ბომბავს საცხოვრებელ სახლებს. ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება, მათ შორის არიან ბავშვები.

იხილეთ ასევე: Reuters: ამერიკელების 74% უკრაინის ცის დაკეტვის მომხრეა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S