
კულება ბლინკენს პოლონეთის საზღვარზე შეხვდა
05/03/2022 20:39:59 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს პოლონეთის საზღვარზე შეხვდა,– ამის შესახებ კულებამ 5 თებერვლის საღამოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკვე დაწესებული სანქციების ეფექტურობა რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით და შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს სთხოვს და დიმიტრი კულებამ ეს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დააყენა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ბლინკენი, ბრიტანეთისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები და ნატოს გენერალური მდივანი.
"რუსულ ნავთობს დღეს უკრაინელების სისხლის სუნი ასდის. მისი ყიდვა ნიშნავს რუსული ომის დანაშაულის დაფინანსებას... ეს არის არჩევანი, რომელიც ახლა უნდა გაკეთდეს", - განაცხადა დიმიტრი კულებამ.
მან მოუწოდა ყველა კომპანიას, შეწყვიტონ რუსეთთან თანამშრომლობა.ასევე გაიმეორა მოწოდება დასავლეთისადმი, დაეხმარონ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებით, საჰაერო თავდაცვითი სისტემებით და უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებით, რომლისთვისაც ნატო ჯერ არ არის მზად.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, 5 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ეწვია უკრაინის საზღვარს და ცენტრს, სადაც რუსეთის აგრესიის გამო დევნილად ქცეული დევნილები იმყოფებიან.