Accentnews.ge
მორიგი სიურპრიზი ჰაკერებისგან ФСБ–ს

მორიგი სიურპრიზი ჰაკერებისგან ФСБ–ს

05/03/2022 19:14:18 მსოფლიო

საერთაშორისო ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous–მა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ ) ვებგვერდი წაშალა,– იუწყება Anonymous twitter-ზე.

საიტზე გადასვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება შეცდომის შესახებ.

Anonymous არის ჰაკერებისა და კიბერექსპერტების საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში სეჭრის გამო კიბერ–ომი გამოუცხადა და მას შემდეგ არაერთი ღონისძიების შესახებ გახდა ცნობილი: გატეხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი და გაავრცელეს თანამშრომლების პირადი მონაცემები; ბელარუსის იარაღის კომპანიას მოპარა მონაცემები და გამოაქვეყნა, მათ შორის ომში მისი როლის შესახებ; ამასთან, გათიშეს რიგი სახელმწიფო უწყებების საიტები, ხოლო რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე უკრაინული მუსიკა გაისმა; შეაღწია სიხშირეში და რუს სამხედროებს ერთმანეთთან კომუნიკაცია შეუფერხა, სანაცვლოდ კი უკრაინის ჰიმნი ჩაურთო. 5 მარტს რუსეთის ხელისუფლება Apple-ს მძიმე ჯარიმებით დაემუქრა იმის გამო, რომ მათ რუქაზე თავდაცვის სამინისტროს „რუსეთის ფედერაციის ფაშიზმის სამინისტრო“ ეწერა. თავად Apple-მა 1 მარტს შეწყვიტა პროდუქციის გაყიდვა რუსეთის ტერიტორიაზე და გააუქმა Apple Pay გადახდის სისტემა რუსი მომხმარებლებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S