Accentnews.ge
ისრაელის პრემიერი პუტინს მოსკოვში შეხვდა

ისრაელის პრემიერი პუტინს მოსკოვში შეხვდა

05/03/2022 18:40:24 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

"როიტერის" ცნობით, ისრაელი, სადაც ძალიან ბევრი რუსი ემიგრანტი ცხოვრობს, რუსეთსა და უკრაინას შუამავლის როლის ინიციატივით გამოდის.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მხარეები უკრაინის გარშემო არსებულ საკითხებს განიხილავენ.

ისრაელის პრემიერ–მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ შეხვედრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ იყო ინფორმირებული, ხოლო კოორდინაცია გერმანია და საფრანგეთიც უწევდნენ.

ვიზიტის შემდეგ ბენეტი ბერლინში გაემგზავრა კანცლერ ოლაფ შოლცთან შესახვედრად.

რუსული მედია იუწყება, რომ პუტინი ბენეტს ამ კვირაში ტელეფონითაც ესაუბრა და კონფლიქტის მოგვარების მისეული ხედვა გააცნო, ისიც თუ რას ფიქრობს უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზე.

რუსული სააგენტო „რია ნოვისტი“ ბენეტის პრესმდივანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერი მოსკოვიდან გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცთან შესახვერად გაფრინდა.

"რია" ასევე წერს, რომ პუტინსა და ბენეტს შორის შეხვედრაზე, რუსეთის ისრაელთან ბირთული შეიარაღების შესახებ გარიგებაზეც ისაუბრეს.

ისრაელი შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირეა, მან დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სოლიდარობა გამოუცხადა კიევს, ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში. ამის ფონზე აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კავშირს მოსკოვთან იმედით, რომ შეძლებს კრიზისის შემსუბუქებას.

რუსეთი მეათე დღეა, უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს ატარებს, სამხედრო ობიექტებთან ერთად ბომბავს საცხოვრებელ სახლებს. ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება, მათ შორის არიან ბავშვები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S