Accentnews.ge
მარიუპოლში დაბომბვის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიღუპა

მარიუპოლში დაბომბვის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიღუპა

05/03/2022 17:43:46 მსოფლიო

უკრაინაში, მარიუპოლში დაბომბვის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიღუპა.

დაშავებული ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ფოტო: AP. ავტორი: ევგენი მალოტეტკა.

მარიუპოლი რუსული ძალების მიერ ალყაშია მოქცეული.

დღეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნები მოეწყო, თუმცა რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის პირობა არ შეასრულა.

მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ გახსნა ჰუმანიტარული დერეფნები ალყაშემორტყმული ქალაქების - მარიუპოლისა და ვოლნოვახას მახლობლად და უკრაინელი „ნაციონალისტები“ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გასვლის აკრძალვაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ მარიუპოლის საქალაქო საბჭოში აღნიშნეს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის პირობას არ იცავდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S