Accentnews.ge
გაერო – უკრაინაზე: "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ევროპაში ძალიან სწრაფად მზარდი ლტოლვილთა ნაკადი დაფიქსირდა"

გაერო – უკრაინაზე: "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ევროპაში ძალიან სწრაფად მზარდი ლტოლვილთა ნაკადი დაფიქსირდა"

05/03/2022 17:13:15 მსოფლიო

გაერო–ს მონაცემებით, უკრაინა ამ დროისთვის 1 300 000–მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა დატოვა.

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ევროპაში ძალიან სწრაფად მზარდი ლტოლვილთა ნაკადი დაფიქსირდა", – აცხადებენ გაერო–ში.

მისივე მონაცემებით, ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო. ასევე მაღალია მათი რაოდენობა უნგრეთსა და რუმინეთში.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S