Accentnews.ge
რუსეთი ბრიტანეთს სანქციებით ემუქრება

რუსეთი ბრიტანეთს სანქციებით ემუქრება

05/03/2022 17:00:55 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოფიციალურ ლონდონს "სანქციების ისტერიის" გამო, მკაცრ, მაგრამ პროპორციულ ზომებს დაუწესებს.

"ბრიტანეთმა რუსეთთან აშკარად ღია კონფრონტაცია აირჩია, რითაც მოსკოვს არჩევანი არ დაუტოვა. საპასუხო ზომები უდავოდ ძირს გამოუთხრის ბრიტანეთის ინტერესებს რუსეთში",– აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S