Accentnews.ge
რუსული "აეროფლოტი" ბელარუსის გარდა, ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს

რუსული "აეროფლოტი" ბელარუსის გარდა, ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს

05/03/2022 16:57:32 მსოფლიო

8 მარტიდან რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია „აეროფლოტი“ ბელარუსიის გარდა საზღვარგარეთ ყველა ფრენას შეაჩერებს.

საერთაშორისო ფრენებს, ასევე გააუქმებენ „როსია“ და „ავრორა“ ავიახაზებიც.

დასავლური სანქციები რუსეთის საავიაციო ინდუსტრიასაც შეეხო. არაერთმა ქვეყანამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S