Accentnews.ge
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

05/03/2022 16:22:28 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ.

"რუსეთის ომი სუვერენული ევროპული ერის წინააღმდეგ საფრთხეში აყენებს ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. უსაფრთხოების ამ ცვალებად გარემოში ფინეთი და შვედეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას", - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან ერთად ჰელსინკში პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

4 მარტს ბრიუსელში ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო–ს მინისტერიალის შეხვედრას დაესწრნენ, რომელზეც სამხედრო ალიანსმა უარყო უკრაინის თხოვნა, მის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პირობა დადო, რომ ალიანსი "გააძლიერებს ჩვენს კოორდინაციას და ინფორმაციის გაზიარებას ფინეთსა და შვედეთთან", და თქვა, რომ ორივე მონაწილეობს ნატოს ყველა კონსულტაციაში უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა აღნიშნა, რომ ნატო–ს უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ალიანსის 30 წევრზე ვრცელდება.

ორივე, ფინეთიც და შვედეთიც, ევროკავშირის წევრია, ფინეთს კი რუსეთთან 1340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S