
Forbes: უკრაინულმა არმიამ 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა
05/03/2022 14:48:37 ევროპა
უკრაინულმა არმიამ საბრძოლო მოქმედებებისას ჯამში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა,– იუწყება გამოცემა Forbes.
მათ შორისაა 33 თვითმფრინავი, 37 შვეულმფრენი, 251 ტანკი და 939 ჯავშანტექნიკა. კერძოდ, განადგურებული ტანკები რუსეთს 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ხოლო ჯავშანტექნიკა - 0,6 მილიარდი დოლარი, თვითმფრინავები და ვერტმფრენები ჯამში - 1,1 მილიარდი დოლარი.
როგორც გამოცემა განმარტავს, მან მონაცემები ღირებულების თაობაზე ღია წყაროებიდან ამოიღო. მაგალითად, ტანკის ფასი 4 მილიონი დოლარია, ამ ფასად რუსეთის ფედერაციამ ტანკები ალჟირს 2006 წელს მიაწოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათ შორის, რომელთაც რუსეთის ფედერაციას იყენებს, არის სუ-25 (11 მილიონი დოლარი), Су-30 (33 მილიონი დოლარით) და სუ-34 (36 მილიონი დოლარი).
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე ჩამოაგდეს ორი დიდი სადესანტო თვითმფრინავი ილ-76 ვალკოვთან და კროპივნიცკის მახლობლად. თითოეულის ღირებულება 86 მილიონი დოლარია.