
Украинская правда: უკრაინული დელეგაციის წევრი დაკავებისას მოკლეს
05/03/2022 14:29:53 ევროპა
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჰომელში დაკავებისას რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი მოკლა. ის ღალატში იყო ეჭვმიტანილი,– იუწყება უკრაინული გამოცემა Украинская правда ძალოვან და პოლიტიკურ ფიგურებზე დაყრდნობით.
"ის უკვე მკვდარია",– უთხრა წყარომ გამოცემას და ირწმუნება, რომ უშიშროების სამსახურს ზუსტი მტკიცებულებები ჰქონდა კირეევის ღალატზე, მათ შორის სატელეფონო საუბრები.
კრიეევი 28 თებერვალს გომელში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. როგორ მოხვდა ის უკრაინის დელეგაციაში და კონკრეტულად რაზე იყო პასუხისმგებელი, უცნობია. ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ კირეევი ბანკირი იყო.