
"რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ქალაქებში ქალების გაუპატიურება დაიწყეს"
05/03/2022 14:16:12 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქებში მოქალაქეებზე სექსუალურად ძალადობენ.
"როდესაც ჩვენს ქალაქებში ბომბები ცვივა, როდესაც სამხედროები აუპატიურებენ ქალებს ოკუპირებულ ქალაქებში (სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა გვაქვს), რა თქმა უნდა, რთულია საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე საუბარი, მაგრამ ეს არის ცივილიზაციის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რათა დავრწმუნდეთ, რომ საბოლოოდ ყველა, ვინც ეს ომი შესაძლებელი გახადა, იქნება პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა კულებამ ლონდონში Chatham House-ს ღონისძიებაზე და
რუსი სამხედროების მხრიდან ძალადობაზე CNN-თან ისაუბრა ხერსონში მცხოვრებმა სვეტლანა ზორინამ:
"მათ უკვე დაიწყეს ჩვენი ქალების გაუპატიურება. გავრცელებული იყო ინფორმაცია ხალხში, რომ 17 წლის გოგოს შეემთხვევა მსგავსი რამ, შემდეგ კი მოკლეს".