
თბილისში თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებით გადაღებეს
05/03/2022 11:24:12 საზოგადოება
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიამ" რუსეთში დაგეგმილ კონცერტში წარმოშობით ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის მონაწილეობა მისი ვარსკვლავის უკრაინის დროშის ფერებით გადაღებვით გააპროტესტა.
"ეს რეაქცია არის მინიმალური, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო. ახლა მინდა მერიის თანამშრომლებს მივმართო: გასაგებია, რომ საბჭოთა კანონმდებლობით ჩვენ გვეკუთვნის რამდენიმეათასლარიანი ჯარიმა, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ კახა კალაძის უწყება დაიკავებდა ამასთან დაკავშირებით პრინციპულ და სამართლიან პოზიციას და ჯარიმას არ გამოწერდა", - უთხრა "ფორმულას" მარიამ დოლიძემ.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალალურად, კრემლი მოსკოვში "საზეიმო ატმოსფეროს შექმნას გეგმავს, რომელშიც წარმოშობით ქართველი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. კერძოდ, 6 მარტს კრემლის სცენაზე იმღერებენ: თამარ გვერდწითელი; სოსო პავლიაშვილი; "ა სტუდიო", რომლის სოლისტიც ქეთა თოფურიაა.
რუსეთი უკვე მეათე დღეა უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს ატარებს, სამხედრო ობიექტებთან ერთად ბომბავს საცხოვრებელ სახლებს. ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება.