
ირპენში, სადაც ხალხი ევაკუაციას ელოდება, რუსულმა ჭურვმა მატარებლის ლიანდაგები დააზიანა
05/03/2022 09:35:09 ევროპა
უკრაინის ქალაქ ირპენში, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, რუსმა ოკუპანტებმა სარკინიგზო გზა დააზიანეს,– იუწყება ქალაქის მერი ალექსანდრ მარკუშინი.
"ყველას ვთხოვთ, რომელიც ირპენის რკინიგზის სადგურიდან ევაკუაციას ელოდება, გადავიდნენ ნოვოირპენსკის გზატკეცილზე, იქ განხორციელდება ავტობუსებით ევაკუაცია კიევში", - ამბობს მერი.
როგორც აცხადებენ, რუსულმა ჭურვმა ირპენის მიმართულებით რკინიგზის ლიანდაგი დააზიანა.