Accentnews.ge
რეზნიკოვის ცნობით, ქვეყნის დასაცავად სამშობლოში 66 224 უკრაინელი დაბრუნდა

რეზნიკოვის ცნობით, ქვეყნის დასაცავად სამშობლოში 66 224 უკრაინელი დაბრუნდა

05/03/2022 09:29:52 ევროპა

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, უცხოეთიდან სამშობლოში 66 224 პირი დაბრუნდა საკუთარი ქვეყანის დასაცავად.

"ეს 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადაა. უკრაინელებო, ჩვენ დაუძლეველნი ვართ!",– ამბობს რეზნიკოვი.

მისივე ცნობით, "უკრაინაში მტრის რესურსები იწურება, შემდგომში ლოჯისტიკური კოლაფსი იქნება და ამის გაცნობიერებით ტყვედ ჩაბარების ტენდენცია იზრდება"

"და არა ერთეული სამხედრო, არამედ მთელი ოცეულები ბარდებიან ტყვედ. ისინი უკვე ხვდებიან, რომ "სწავლებაში" მათი ამხანაგები, რომლებმაც გამოცდაზე 200 ქულა მიიღეს, უცხო მიწაში დარჩნენ. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ დაღუპვას, პუტინისთვის ისინი დასაკეპი ხორცი, დასახარჯი მასალაა იმპერიული ოცნების მიღწევის მცდელობაში. ბევრი მათგანი უკვე მიხვდა - მათ უღალატეს".

ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცის და გამბედაობისთვის 76 უკრაინელი სამხედრო დაჯილდოვდა.

სამხედროთა სიას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათგან 35-ს ჯილდო დაღუპვის შემდეგ მიენიჭა. სხვადასხვა სამხედროს ბოგდან ხმელნიცკისა და სიმამაცის ორდენები და უკრაინისადმი სამხედრო მსახურებისა და სამშობლოს დამცველის მედლები გადაეცათ.

დღესვე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაქვეყნა მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მორიგი ცნობები. კერძოდ, მათი ცნობით, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 10 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა; განადგურებულია 269 რუსული ტანკი, 945 საბრძოლო ბრონირებული მანქანა, 105 საარტილერიო სისტემა, 39 თვითმფრინავი, 40 ვერტმფრენი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მონაცემები მუშავდება, თუმცა დათვლა შეტაკებების გამო გართულებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S